ორშაბათი
2024-05-06
1:24 AM
    მენიუ
    საჭირო პროგრამები
    ფილმების და კლიპების უპრობლემოდ საყურებლად დაგჭირდებათ
     

    შესვლის ფორმა
    ლოგინი:
    პაროლი:
    ძებნა

    elklasiko.tk

    მთავარი » 2011 » თებერვალი » 14

    1864 წელი. ველური დასავლეთი. აცტეკების ლგენდარული ოქროს მოსაძებნად თომასი და რეი მაკკოლი მშობლიური ჯორჯიიდან, რომელიც სამოქალაქო ომმა დააქცია, მექსიკაში მიემგზავრებიან. მათთვის კანონი არაფერია - ძმები აუღელვებლად მოკლავენ ყველას ვინც გზაზე გადაეღობებათ, მაგრამ ნუთუ ასეთი მყარია სისხლით ნათესაობა როცა ფსონზე აურაცხელი სიმდიდრე და ქალის სიყვარული დევს?მოთამაშეებს ელოდებათ გაშლილი პრერიები, მოგზაურობა ამხედრებული, ფურგონით და კანოეთი, კლასიკური თავგადასავალი და არამზადები. ცეცხლსასროლი იარაღის უზარმაზარი არჩევანი, ასევე უნარები, მათ შორის კოცენტრაციის უნარი, დაეხმარებათ სასიკვდილო ბრძოლებში გადარჩენისთვის.
       


    Mafia 2 — ეს გაგრძელებაა განგსტერული ექშენის, რომელიც გამოვიდა 2002 წლის აგვისტოს. მთავარი გმირი, ვიტო სკალეტე, სიცილიელი ემიგრანტის შვილი, ცხოვრობს გასული საუკუნის 40–50-იანი წლების მაფიათა ომის ცენტრში. კრიმინალურ ოჯახში შესვლის შემდეგ, ვიტო იწყებს გაბრწყინებას ნულიდან. მოთამაშეს მოუწევს გვამებზე სიარული, სანამ მიაღწევს მაფიოზური კარიერის მწვერვალამდე, რათა უზრუნველყოს თავისი დომინანტური პოზიცია ქალაქში.